"საქართველოს აუცილებლად უნდა მოვუგოთ" - კოსოვოს თავდამსხმელი მატჩის წინ
კოსოვოს ნაკრების თავდამსხმელმა ვედათ მურიქმა საქართველოსთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"საქართველოსგან გამარჯვებას ვაპირებთ, მაგრამ ამისთვის საჭირო იქნება ჩვენი საუკეთესო თვისებების გამოვლენა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ თამაშის მოგება, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში სატურნირო ცხრილი ამ 3 ქულით არ შეიცვლება. ასევე ველოდებით, რომ შვედეთთან შედარებით უკეთ ვითამაშებთ და მჯერა, რომ მზად ვართ. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და მუდმივად ერთად ვართ. ბოლომდე ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, პოზიტიურები ვიყოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ," - განაცხადა ვედათ მურიქმა.
კოსოვოსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
წინა მატჩი სექტემბერში, საქართველოსა და კოსოვოს შორის 0-1, ვედათ მურიქის ერთადერთი გოლით დასრულდა.