ავტორიზაცია

საქართველოს ჩემპიონატი კუდოში 2024

საქართველოს ჩემპიონატი კუდოში 2024
თარიღი 22 აპრ 2024, 15:45
საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა კუდოში.

ჩემპიონატში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრი სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში გოგოებსა და ბიჭებს შორის გაიმართა.

საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა კუდოისტებმა. გამარჯვებულებსა და პრიზიორებს თასები, მედლები და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.


საქართველოს ჩემპიონატზე გამარჯვებული კუდოისტები საქართველოს ნაკრებში მოხვდებიან, რაც ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შესაძლებლობას მისცემთ.
წელს კონტინენტის პირველობას იტალიის დედაქალაქი რომი 13-16 ივნისს უმასპინძლებს.