"საქართველოს დიდი პროგრესი აქვს" - ინტერვიუ ივიცა ოლიჩთან ისტორიული დაპირისპირების წინ
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფლეიოფის ფინალში საქართველო ორმატჩიან დუელში ხორვატიას დაუპირისპირდება.
პირველი მატჩი 15 ნოემბერს, თბილისში გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა კი - 19 ნოემბერს, რიეკაში.
მიხეილ მესხზე გასამართი დაპირისპირების წინ, ხორვატთა მთავარი მწვრთნელი, ივიცა ოლიჩი, რომელიც ხორვატიის ნაკრებისა და ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელია, LaGazzetta-ge-ს ესაუბრა.
"საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა შესანიშნავი ორგანიზებულობა და ტექნიკური უნარები აჩვენა. ის ფაქტი, რომ მათ საკვალიფიკაციო ეტაპი ისეთ ნაკრებზე წინ დაასრულა, როგორიც შვედეთია, ამ გუნდის ხარისხს ადასტურებს. ეს ყველაფერი ბრწყინვალე შედეგების გაგრძელებაა: 21-წლამდე ნაკრებების ბოლო ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ძალიან ძლიერ ჯგუფში პირველ ადგილი დაიკავა, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე, გერმანიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები სასიამოვნო სიურპრიზი იყო. შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველო პატივისცემას იმსახურებს.
მეტოქეს უდიდეს პატივს ვცემთ. როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი შვედეთზე წინ დაასრულა, რაც მათი პროგრესის მაჩვენებელია. ვნახეთ ქართველებმა როგორ დაიკავეს ჯგუფში პირველი ადგილი მაშინ, როცა მისი მეტოქეები: პორტუგალია, ნიდერლანდები და ბელგია იყვნენ. ეს ყველაფერი შესანიშნავად ვიცით და ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ძლიერი მეტოქეა. ჩვენ ნამდვილად რთული გამოწვევის წინაშე ვართ, თუმცა იმ ამბიციას, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა გვსურს, არ ვმალავთ.
ჩემი საფეხბურთო გამოცდილება მეხმარება, რომ უკვეთ აღვიქვა ახალგაზრდა სპორტსმენები რა წნეხის წინაშე დგანან და ვცდილობ, რჩევები გავუზიარო. ამის გარდა, გუნდური პრინციპებისა და დისციპლინის მნიშვნელობაზეც ვეუბნები, რაც წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როგორც საკუთარმა საფეხბურთო კარიერამ, ისე გამორჩეულ ფეხბურთელებთან მუშაობამ მასწავლა, რომ ნიჭი მხოლოდ გარკვეულ ეტაპამდე მიგიყვანს. წარმატების მისაღწევად ეს ერთადერთი გზა ყოველდღიური მუშაობაა. ჩემი მთავარი გზავნილი თითოეული ფეხბურთელისთვის სწორედ ესაა: ფოკუსირდნენ ვარჯიშზე, შრომაზე, საკუთარ სხეულსა და უნარებზე, დაეხმარონ გუნდს გამარჯვების მიღწევაში," - განაცხადა ივიჩა ოლიჩმა.
ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელის სრული ინტერვიუს სანახავად დააჭირეთ აქ.