ავტორიზაცია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა
თარიღი 28 აპრ 2024, 19:09
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დასრულდა 2024 წლის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა.

გუნდურ შეჯიბრში საქართველო მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ასპარეზობდა და პირველი წრე დაისვენა, ხოლო 1/4 ფინალში იტალია დაძაბულ ბრძოლაში, 4-3 დაამარცხა.

1/2 ფინალში, ქართველმა ძიუდოისტებმა მასპინძელ ხორვატიის ნაკრებს მარტივად, 4-1 მოუგეს, ფინალში კი საფრანგეთთან 0-4 დამარცხდნენ და ვერცხლის მედალს დასჯერდნენ.