"საქართველოს გული" — MARCA მექვაბიშვილს საინტერესო სტატიას უძღვნის

ესპანეთი - საქართველოს მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, გავლენიანი გამოცემა MARCA საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ანზორ მექვაბიშვილს საინტერესო სტატიას უძღვნის:
"2012 წლის 11 სექტემბერს, ესპანეთის ნაკრები საქართველოს პირველად ეწვია. მათ ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის და 90-ე წუთზე სოლდადოს გოლით მოიგეს.
ამ დროს, ანზორ მექვაბიშვილი 11 წლის ბიჭი იყო, რომელიც ფეხბურთელობაზე ოცნებობდა.ერთი წლის შემდეგ ის თავისი ქალაქის დიდი გუნდის, დინამო თბილისის აკადემიაში ჩაირიცხა. წლები გავიდა და ოცნებამ სახე მიიღო. ანზორმა დინამოში დიდი პროგრესი განიცადა და ეროვნული ნაკრების წევრი გახდა.

მექვაბიშვილის სანაკრებო მოგზაურობა 16-წლამდე ნაკრებიდან დაიწყო, რის შემდეგაც მან ყველა ასაკობრივი ნაკრები გაიარა და დღეს, კვარაცხელიასთან, მიქაუტაძესთან და სხვებთან ერთად ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.
ელჩეში გასამართი მატჩის წინ, კრაიოვას უნივერსიტეტის ნახევარმცველი კომენტარს აკეთებს: „ესპანეთთან დაპირისპირება განსაკუთრებული გამოწვევაა, განსაკუთრებით ისეთ ფეხბურთელთან დაპირისპირება, როგორიც პედრია, რომელიც წარმოადგენს იმ სტილსა და ხარისხს, რაც ესპანურ ფეხბურთს უნიკალურს ხდის“
მიყვარს ესპანეთი, თქვენი საფეხბურთო კულტურა და ლა ლიგის სათამაშო სტილი. ჩემი მიზანია, გიორგი ქოჩორაშვილის და გიორგი მამარდაშვილის კვალს გავყვე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ისტორიულ კლუბებში ბრწყინავდნენ.
ამისთვის საჭიროა ყოველდღიურად გავაგრძელო ზრდა, ვისწავლო საუკეთესოებისგან და კიდევ ერთხელ დავამტკიცო, რომ ქართველ ფეხბურთელებს შეუძლიათ უმაღლეს დონეზე თამაში"

სპორტმა ესპანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაამყარა. იმის გარდა, რომ ჩვენს ლიგაში ქართველი ფეხბურთელების ყოფნა ახლა ჩვეულებრივი ამბავია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტი,რომელიც ესპანეთის სახელით გამოდის, თბილისელია: ნიკოლოზ შერაზადიშვილი.
საქართველოს და ესპანეთს მსოფლიო დონის ფიგურა - ილია თოფურიაც აერთიანებს, რომელიც UFC-ს ჩემპიონია.