ავტორიზაცია

საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაცია იწყებს ტურნირს “გზა მესტიისკენ”

საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაცია იწყებს ტურნირს “გზა მესტიისკენ”
თარიღი 11 Feb 2025, 20:06

საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციამ დააანონსა მასშტაბური ტურნირი, რომელსაც “გზა მესტიისკენ” ეწოდება და მისი სპონსორი La Gazzetta Georgia იქნება. ტურნირი გაიმართება პოპულარულ თამაშ EA FC 25-ის ბაზაზე და ის ჩვენი ქვეყნის ცხრა რეგიონში ჩატარდება. მისი საერთო საპრიზო ფონდი სარეკორდო 100,000 ლარია. ღონისძიების პირველი ეტაპი სულ რამდენიმე დღეში დაიწყება: რუსთავის თასზე 15 და 16 თებერვალს 256 მონაწილე იასპარეზებს. ტურნირის ფინალური ივენთი 1 ივნისს მესტიაში ჩაივლის.

კიბერ ფეხბურთის ფედერაციას ტურნირის ორგანიზებაში ეხმარება როგორც კერძო სექტორი, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტები: ისინი ახდენენ ადგილის შერჩევასა და საჭირო ინფრასტრუქტურის გამართვას, მედია-მხარდაჭერას და ორგანიზატორთა განთავსებას.

კიბერსპორტი მთელს მსოფლიოში ათ წელზე მეტია პოპულარობის პიკზეა. საქართველოში მისი ერთ-ერთი მთავარი პოპულარიზატორი კიბერ ფეხბურთის ფედერაციაა: 2017 წლიდან მის ტურნირებში 2,000-ზე მეტმა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა, ხოლო მის მიერ ჩატარებული ტურნირების სიაში ისეთი მასშტაბური ივენთებია, როგორიცაა cyberfield - თბილისის თასი 2018, სააქართველოს ეროვნული ნაკრების შესარჩევი FUT
22, FIFAe Nations Series 2023, იუთუბ ლიგა FC 24, სასკოლო ლიგა 2025, და მრავალი სხვა.
ფეერაციის მთავარი მიზანია საქართველოში ახალ თაომაში როგორც ფეხბურთს, ასევე კიბერსპორტის პოპულარიზაცია. “გზა მესტიისკენ” კი დამატებით მიზანს ისახავს: კიბერფეხბურთის ხელმისაწვდომობის ამაღლება და რეგიონში მცხოვრები პერსპექტიული კიბერსპორტსმენების მოძიება და განვითარება.

“გზა მესტიისკენ” ქალაქები და ჩატარების თარიღები:
15-16 თებერვალი – რუსთავი
1-2 მარტი – ბათუმი
15-16 მარტი – თელავი
29-30 მარტი – ზუგდიდი
12-13 აპრილი – ქუთაისი
26-27 აპრილი – ოზურგეთი
10-11 მაისი – ამბროლაური
24-25 მაისი – თბილისი
31-1 ივნისი – მესტია

ტურნირში რეგისტრაციისთვის ეწვიეთ მის ოფიციალურ Facebook-გვერდს.