ავტორიზაცია

საქართველოს ნაკრები გერმანიასთან განადგურდა

საქართველოს ნაკრები გერმანიასთან განადგურდა
თარიღი 01 სექ 2023, 15:19
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 73:100 დამარცხდა.

პირველი ტაიმის განმავლობაში ილიას ზუროსის გუნდმა მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწია და 41:43 დამარცხდა.

მეორე ტაიმში კი გერმანელებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს და მატჩის შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დაუყენებიათ.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც თავი 19 ქულით 4 მოხსნით გამოიჩინა.

გოგა ბითაძემ 15 ქულას და 6 მოხსნა მოუყარა თავი. გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 12 ქულა და ორი მოხსნა მიითვალა.

საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრას 3 სექტემბერს, ავსტრალიასთან გამართავს.
beso88
ტოპ კომენტარი
0
01 სექ 2023, 15:46
უკაცრავად მაგრამ რამის იმედი ქონდა ვინმეს განადგურდაო რო წერთ.რამდენი თამაში ითამაშეს რომელიმე მოსაწონი იყო ნაკრების?ფარზე თამაში იყო და ვისაც მოესურვებოდა ყველა გვიხნიდა,პასები იყო და საუბარიც ზედმეტია ნუ სამქულიანებზე და საერთოდ ხოარაფერს ვიტყვი, მოკლედ მაგრად ჩავისვარეთ.მაპატიეთ მაგრამ უფრო მეტს ველოდი უფრო შემართებით და გაერთიანებულ ნაკრებს. ეს ჩემი სუბიექტური აზრი და შეხდებულება ამ ნაკრებზე. ძალიან ცუდი გამოსვლა იყო.