საქართველოს ნაკრების მეტოქეები მარტის სანაკრებო პაუზაზე ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ, როგორც ფედერაციამ განაცხადა, საქართველოს ნაკრები 2026 წლის მარტის სანაკრებო პაუზაზე, ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
"ჯვაროსნები" 26 მარტს, თბილისში, ისრაელის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ, ხოლო 29 მარტს ვილი სანიოლის გუნდი ლიეტუვის ნაკრებს სტუმრად კაუნასში დაუპირისპირდება.
ჩვენი გუნდი უეფას ერთა ლიგის ბ ლიგაში იასპარეზებს. მეტოქეთა ვინაობა 12 თებერვალს, ბრიუსელში დაგეგმილ წილისყრაზე გახდება ცნობილი.

