ავტორიზაცია

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ბელარუსთან დამარცხდა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ბელარუსთან დამარცხდა
თარიღი 10 Apr 2024, 11:42
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი გამართა. კვიპროსში, ბელარუსთან ჩატარებული შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 31 მაისს, კვიპროსის ნაკრების წინააღდეგ სტუმრად გამართავს. 4 ივნისს, ჩვენი გუნდი კვიპროსს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.

ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "დღევანდელი თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ. დისციპლინის დაცვით ვთამაშობდით. კმაყოფილი ვიყავი დასაწყისში, თუმცა ძლიერი გუნდის და მაღალი დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ ვითამაშეთ. ისინი აუცილებლად გავლენ ამ ჯგუფიდან. ჩვენი მიზანია, ქულები მომდევნო თამაშებში მოვიპოვოთ. ბევრი გვაქვს სამუშაო. ფეხბურთელებით ვამაყობ, რადგან ყველაფერი ჩადეს ამ თამაშში. დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობდით. რა თქმა უნდა, სამუშაო გვაქვს, თუმცა კმაყოფილი ვარ იმ დეტალებით, რაც თამაშის მიმდინარეობისას დავინახე და ეს იმედს მაძლევს, რომ მომდევნო მატჩებში ბევრ რამეს გამოვასწორებთ".

Nakrebi.ge