ავტორიზაცია

საქართველოში ღამის ჩოგბურთის ფესტივალი ჩატარდა

საქართველოში ღამის ჩოგბურთის ფესტივალი ჩატარდა
თარიღი 02 ივლ 2024, 18:41
ისტორიაში პირველად, საქართველოში ღამის ჩოგბურთის ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიებას კაჭრეთის ამბასადორმა უმასპინძლა. ღამის ჩოგბურთის ფესტივალზე, მოყვარულმა ჩოგბურთელებმა სპეციალური აღჭურვილობით იასპარეზეს, კორტის ხაზები კი ნეონის განათებებით აღიჭურვა.

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა მოყვარულმა, რომლებმაც შერეულ წყვილთა თანრიგში A და Bკატეგორიებში ითამაშეს. საჩოგბურთო კლუბ ACE-ის და სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებული შეჯიბრი პირველი იყო საქართველოში და წლის ბოლომდე კიდევ ერთი ტურნირის ჩატარება იგეგმება.