ავტორიზაცია

საქართველოსთან მატჩის წინ, პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებს გუნდის ლიდერი გამოაკლდა

საქართველოსთან მატჩის წინ, პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებს გუნდის ლიდერი გამოაკლდა
თარიღი 18 Jun 2023, 23:57
21 ივნისის და 8 ივლისის შუალედში საქართველოსა და რუმინეთში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები თავის გზას 21 ივნისს, პორტუგალიასთან მატჩით დაიწყებს.

აღნიშნული შეხვედრის წინ, პორტუგალიის ნაკრებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ფაბიო ვიეირა გამოაკლდა, რომელიც ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელია.

დაზიანების გამო, ვიეირამ ასაკობრივი ნაკრების შემადგენლობა უკვე დატოვა და ევროპის ჩემპიონატს სრულად გამოტოვებს.

მის ნაცვლად, პორტუგალიის ნაკრებში დიეგო მორეირა გამოიძახეს, რომლისთვისაც ამ ასაკის ნაკრებში ეს სულაც სადებიუტო მოვლენაა. მორეირა ნაკრებს ორშაბათს დილით შეუერთდება და 21 ივნისის მატჩისთვის მზად იქნება.