ავტორიზაცია

საქართველოსთან მატჩის წინ სომხეთს ლიდერი გამოაკლდა

საქართველოსთან მატჩის წინ სომხეთს ლიდერი გამოაკლდა
თარიღი 03 Mar 2025, 16:19
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენად ერთმანეთს საქართველოს და სომხეთი ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან — პირველი მატჩი ერევანში 20 მარტს, ხოლო განმეორებითი თბილისში 23 მარტს გაიმართება.

პლეი-ოფის წინ, სომხეთის ნაკრებმა ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა. ედუარდ სპერციანმა მუხლი დაიზიანა, რის გამოც დაახლოებით 4 კვირა ვერ ითამაშებს და შესაბამისად, საქართველოსთან ორივე მატჩს გამოტოვებს.

24 წლის ნახევარმცველი სომხეთის ეროვნულ ნაკრებში 2021 წლიდან ირიცხება და 32 ჩატარებულ შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი. საკლუბო დონეზე ის კრასნოდარის ღირსებას იცავს.