ავტორიზაცია

სარი სერია A-ს თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

სარი სერია A-ს თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა
თარიღი 29 Mar 2023, 12:55
"ლაციოს" მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი მარტში სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. 

გაზაფხულის პირველ თვეში რომაელებმა ორი დიდი მატჩის მოგება მოახერხეს - "ნაპოლისთან" და რომაულ დერბიში "რომასთან", ასევე იყო ფრე "ბოლონიასთან" და გამარჯვება "სამპდორიასთან".

შედეგად, რომაული კლუბი ახლა იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, შემდეგ ტურში გუნდი "მონცას" დაუპირისპირდება.