ავტორიზაცია

სასამართლო ჩაინიშნა: გოჩოლეიშვილის თანაგუნდელი, შესაძლოა, უცნაური ფაქტის გამო დააპატიმრონ

სასამართლო ჩაინიშნა: გოჩოლეიშვილის თანაგუნდელი, შესაძლოა, უცნაური ფაქტის გამო დააპატიმრონ
თარიღი 30 Mar 2025, 20:55
კოპენჰაგენის ქართველის ფეხბურთელის, გიორგი გოჩოლეიშვილის თანაგუნდელი უსიამოვნო სიტუაციაში გაეხვა.

დანიური კლუბის მექსიკელი ლეგიონერი, როდრიგო უესკასი კოპენჰგენში, გადაჭარბებული სიჩქარით (40 მილი/სთ-ზე მეტით) მოძრაობის გამო დააკავეს და მართვის მოწმობაც ჩამოართვეს.

სასამართლო უკვე ჩანიშნულია და, შესაძლოა, ამის გამო უესკასს ციხეში 20 დღის გატარება მოუწიოს.