ავტორიზაცია

საშინაო მარცხი და დიდი იმედგაცრუება - დინამო ბათუმი ევროთასებს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა

საშინაო მარცხი და დიდი იმედგაცრუება - დინამო ბათუმი ევროთასებს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა
თარიღი 20 ივლ 2023, 23:38
უეფას კონფერენც ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამო“ ალბანურ „ტირანასთან“ საკუთარ კედლებში დამარცხდა.

პირველ შეხვედრაში, სტუმრად დაფიქსირებული ფრის (1:1) შედეგად, საპასუხო მატჩში ფავორიტად სწორედ ქართული გუნდი მოიაზრებოდა, თუმცა მდგომარეობა თავიდანვე გართულდა, როცა მე-9 წუთზე ტრავმირებულ ბალიჩს მოედნის დატოვება მოუწია.

სტუმრებმა პირველი გოლი 28-ე წუთზე გაიტანეს, მე-2 კი 77-ზე, როცა „დინამო“ გამწარებული შეტევაში გაიქცა ანგარიშის გასათანაბრებლად.

ერთი გოლი 90-ე წუთზე ღუდუშაურის პასით კაპანაძემ გაქვითა, თუმცა ეს ქართული გუნდისთვის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ამრიგად, გია გეგუჩაძის ბათუმის „დინამო“ ამ სეზონში ევროთასებს პირველივე შესაძლო ეტაპიდან გამოეთიშა.