საშინელი სტატისტიკა - რამდენი მატჩი აქვს მოგებული ჩელსის ბოლო 5 თვეში?

პრემიერ ლიგის მეორე ტურში ლონდონის "ჩელსი" "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.
რაც არ უნდა უცნაური იყოს, მაურისიო პოჩეტინოს გუნდს ამ სეზონში მოგება ჯერ არ აქვს - ფრე და მარცხი.
ბოლო 5 თვეში კი "ჩელსიმ" ჯამში 16 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ ერთი მოიგო, "ბორნმუთთან" 3:1.
"ჩელსი" მომდევნო შეხვედრას საკუთარ მოედანზე, "ლუტონის" წინააღმდეგ გამართავს.