ავტორიზაცია

საშინელი ვარაუდი გამართლდა - ნეიმარმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა

საშინელი ვარაუდი გამართლდა - ნეიმარმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა
თარიღი 19 ოქტ 2023, 01:00
ბრაზილიის ნაკრების და საუდის არაბეთის ალ-ჰილალის შემტევმა, ნეიმარ ჯუნიორმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.

ფეხბურთელმა დაზიანება 2026 წლის მუნდიალის შესარჩევის მატჩში, ურუგვაის წინააღმდეგ მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა.

სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი ვარაუდი გამართლდა და ფეხბურთელმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.

როგორც წესი, აღნიშნული ტრავმის მოშუშებას 6-9 თვე სჭირდება ხოლმე.