ავტორიზაცია

საუდი პრო ლიგა თუ ბარსელონა? - დე იონგის მომავალი გაურკვეველია

საუდი პრო ლიგა თუ ბარსელონა? - დე იონგის მომავალი გაურკვეველია
თარიღი 27 Dec 2024, 15:41
საუდი პრო ლიგაში კიდევ ერთი სუპერვარსკლავის გადაყვანა სურთ. არაბები ანებივრებენ თავის მაყურებელს ისეთი ფებხურთელებით, როგორებიც არიან: კრიშტიანუ რონალდო, სადიო მანე, ნეიმარი და სხვ. ამჯერად საუბარია ბარსელონას ნიდერლანდელ ნახევარმცველ ფრენკი დე იონგზე. ბარსა თავისი მოთამაშის გასხვისებას დიდი ხანია ცდილობს, რადგან დე იონგი საკმაოდ ბევრს ტრავმიანობს და ასევე მას ასტრონომიული კონტრაქტი აქვს.

დე იონგის კონტაქტი ბარსელონასთან 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და მის გახანგრძლივებაზე საუბარი არ არის. “ბლაუგრანა“ დიდი სურვლი აქვს დე იონგის გაყიდვის, რომ ის თავისუფალი აგენტის სტატუსით არ დაკარგოს. თვითონ ფეხბურთელიც არ არის წინააღმდეგი, რომ გადავიდეს ახალ კლუბში, მაგრამ რთული სათქმელია, სურს თუ არა 27 წლის ასაკში ევროპის დატოვება. 

არაბები დე იონგს იმაზე უფორ დიდ ხელფასს შესთავაზებენ, რაც ახლა აქვს კატალონიურ გუნდში. თუმცა ნიდერლანდელის აგენტმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ფეხბურთელი ბარსელონაში რჩება.