საუდის არაბეთი თუ ბრაზილიის ნაკრები? — ანჩელოტის მომავალი ცნობილია

ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი თანამდებობას დატოვებს.
DiarioAS-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის კლუბების მცდელობის მიუხედავად, 65 წლის სპეციალისტმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ აქამდე კარლო ანჩელოტის სანაკრებო დონეზე მუშაობის გამოცდილება არ ქონია — სხვადასხვა დროს ის იუვენტუსის, მილანის, ჩელსის, პსჟ-ს, ბაიერნის, ნაპოლის, ევერტონის და რეალის მთავარი მწვრთნელი იყო.