საუდის არაბეთის კლუბსა და მესის შორის პირველი კონტაქტი შედგა

სპორტული გამოცემის L'ÉQUIPE-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის კლუბ ალ-აჰლის დეკემბრიდან ლიონელ მესის დამატება სურს — მას შემდეგ, რაც ფეხბურთელს ინტერ მაიამთან კონტრაქტი ამოეწურება.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთში მესის გადაბირებას 2023 წლის ზაფხულშიც ცდილობდნენ, როდესაც ის პსჟ-სთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა. ორი წლის შემდეგ, იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ — მით უმეტეს, რომ არგენტინელი კვლავ თავისუფალი აგენტი იქნება დეკემბერში.
ფინანსური დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ქვეყანა, რომელიც 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა მესი თავიანთ რიგებში იხილოს.
აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ალ-აჰლის ხელმძღვანელობა უკვე რამდენიმე კვირაა, აქტიურად ცდილობს რვაგზის „ბალონ დ’ორის“ მფლობელის დარწმუნებას და გადაბირებას.
ამავე დროს კი, ინტერ მაიამი იმედოვნებს, რომ მესი MLS-ში გატარებული ორი წარმატებული სეზონის შემდეგ გუნდში კვლავ დარჩება.