ავტორიზაცია

საუდის არაბეთის სრული დომინაცია - მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხელფასის მქონე 10 ფეხბურთელის ვინაობაა ცნობილია

საუდის არაბეთის სრული დომინაცია - მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხელფასის მქონე 10 ფეხბურთელის ვინაობაა ცნობილია
თარიღი 16 აგვ 2023, 18:07
Le Parisien-ის გვერდებზე მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე მაღალი ხელფასის მქონე ფეხბურთელების რეიტინგი გამოქვეყნდა. 

საინტერესოა, რომ ტოპ 10 მოთამაშედან მხოლოდ ორი არ წარმოადგენს საუდის არაბეთის კლუბებს.

პირველ ადგილს კრიშტიანო რონალდუ (ალ-ნასრი) და კარიმ ბენზემა (ალ-იტიჰადი) ინაწილებენ, დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ანაზღაურებით.

შემდეგი ნეიმარი (ალ-ჰილალი) და ნ'გოლო კანტე (ალ-იტიჰადი) მოდიან, რომლებიც სეზონში 100 მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ.

ხუთეულს კილიან მბაპე (პსჟ) ხურავს, რომლის შემოსავალი წელიწადში 75 მილიონი დოლარია.

შემდეგი ადგილები კი ასე გამოიყურება: ლიონელ მესი (მაიამის ინტერი, $45 მილიონი), სადიო მანე (ალ ნასრი, 40), ჯორდან ჰენდერსონი (ალ იტიფაკი, 40), რიად მაჰრეზი (ალ აჰლი, 35), კალიდუ კულიბალი (ალ-ჰილალი, 30).