საუდის არაბეთმა მსოფლიო ჩემპიონატზე ანტირეკორდი დაამყარა
საუდის არაბეთმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ყვითელი ბარათების ანტირეკორდი დაამყარა.
გუნდმა ბოლო ტურში მექსიკასთან 1:2 წააგო და ჯგუფი მე-4 ადგილზე დაასრულა.
ერვე რენარის გუნდმა ჯგუფის სამ მატჩში 14 ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ტურნირის ანტირეკორდია ჯგუფური ეტაპის შედეგად.
არგენტინასთან და მექსიკასთან არაბებმა 6-6 ყვითელი ბარათი მიიღეს, პოლონეთთან კი - 2.
პირველ ტურში არგენტინასთან მოპოვებული 3 ქულა საუდის არაბეთისთვის ჯგუფში ერთადერთი აღმოჩნდა.