ავტორიზაცია

საუდის არაბული კლუბები ზაფხულში პრემიერ ლიგიდან 9 ვარსკვლავის წაყვანას გეგმავენ

საუდის არაბული კლუბები ზაფხულში პრემიერ ლიგიდან 9 ვარსკვლავის წაყვანას გეგმავენ
თარიღი 29 თებ 2024, 17:34
საუდის არაბეთის პრო ლიგის გუნდები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ევროპის კონტინენტიდან საუკეთესო მოთამაშეების წაყვანას გეგმავენ.

ESPN-ის ცნობით, არაბულმა კლუბებმა მიზანში პრემიერ ლიგაში მოთამაშე 9 ვარსკვლავი ამოიღეს.

საუბარია შემდეგ ფეხბურთელებზე: 

კევინ დე ბრუინი
მოჰამედ სალაჰი
ვირჯილ ვან დეიკი
ალისონი
რაფაელ ვარანი
კაზემირო
ბრუნო ფერნანდეში 
ბერნარდო სილვა
ანდრეას პერეირა