ავტორიზაცია

საუკეთესო ოლიმპიადა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში - 2020 ტოკიოს თამაშების შეჯამება

საუკეთესო ოლიმპიადა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში - 2020 ტოკიოს თამაშების შეჯამება
თარიღი 07 Aug 2021, 15:46

საქართველომ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ოფიციალურად დაასრულა.

ჯამში, ტოკიოში 35-მა ქართველმა სპორტსმენმა, 11 სხვადასხვა სპორტში  მიიღო მონაწილეობა და ასპარეზობა 8 მედლით დავასრულეთ: 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

35 სპორტსმენიდან 29 მამაკაცი იყო და 6 - ქალი. 

🥇 ოქრო ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (90 კგ) და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოგვიტანეს - ბექაურმა წარმატებას 28 ივლისს მიაღწია, ტალახაძემ კი - 4 აგვისტოს.

🥈 ვერცხლი ჩვენს ქვეყანას შემდეგმა სპორტსნებებმა მოუტანეს:

ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო) – 66 კგ
ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო) – 73 კგ
გურამ თუშიშვილი (ძიუდო) – 100+ კგ
იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) – 130 კგ
გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) – 125 კგ

🥉 რაც შეეხება ერთადერთ ბრინჯაოს, ის საქართველოს ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოუტანა. 

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში ჯამში 40 მედალი დაუგროვდა: 10 ოქრო, 12 ვერცხლი და 18 ბრინჯაო.
ცნობისთვის, დამოუკიდებელი ქვეყნის რანგში საქართველო ზაფხულის ოლიმპიადაზე პირველად 1996 წელს წარსდგა.

ყველაზე მეტი მედალი ჭიდაობაში გვაქვს მოპოვებული - 3 ოქრო, 6 ვერცხლი და 10 ბრინჯაო.

შემდეგ ძიუდო მოდის: 4 ოქრო, 5 ვერცხლი და 3 ბრინჯაო

შემდეგ ძალოსნობა: 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო

შემდეგ კი მოდის ორი სპორტი, რომელშიც თითო-ჯერ გვაქვს 1-1 ბრინჯაო აღებული: ბოქსი და სროლა. 

აქვე გთავაზობთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა მედალოსანს, ოლიმპიადების მიხედვით.

1996 ატლანტა:

სოსო ლიპარტელიანი (ძიუდო) - ბრინჯაო 🥉
ელდარ კურტანიძე (ჭიდაობა) - ბრინჯაო 🥉

2000 სიდნეი:

ვლადიმერ ჭანტურია (ბოქსი) - ბრინჯაო 🥉
გიორგი ვაზაგაშვილი (ძიუდო) - ბრინჯაო 🥉
გიორგი ასანიძე (ძალოსანი) - ბრინჯაო 🥉
ელდარ კურტანიძე (ჭიდაობა) - ბრინჯაო 🥉
აკაკი ჭაჭუა (ჭიდაობა) - ბრინჯაო 🥉
მუხრან ვახტანგაძე (ჭიდაობა) - ბრინჯაო 🥉

2004 ათენი:

ზურაბ ზვიადაური (ძიუდო) - ოქრო 🥇
გიორგი ასანიძე (ძალოსანი) - ოქრო 🥇
ნესტორ ხერგიანი (ძიუდო) - ვერცხლი 🥈
რამაზ ნოზაძე (ჭიდაობა) - ვერცხლი 🥈

2008 პეკინი:

ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო) - ოქრო 🥇
მანუჩარ კვირკველია (ჭიდაობა) - ოქრო 🥇
რევაზ მინდორაშვილი (ჭიდაობა) - ოქრო 🥇
გიორიგ გოგშელიძე (ჭიდაობა) - ვერცხლი 🥈
არსენ კასაბიევი (ძალოსანი) - ვერცხლი 🥈
ნინო სალუქვაძე (სროლა) - ბრინჯაო 🥉
ოთარ თუშიშვილი (ჭიდაობა) - ბრინჯაო 🥉

2012 ლონდონი:

ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო) - ოქრო 🥇
რევაზ ლაშხი (ჭიდაობა) - ვერცხლი 🥈
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (ჭიდაობა) - ვერცხლი 🥈
მანუჩარ ცხადაია (ჭიდაობა) - ბრინჯაო 🥉
დათო მარსაგიშვილი (ჭიდაობა) - ბრინჯაო🥉
გიორგი გოგშელიძე (ჭიდაობა) - ბრინჯაო 🥉

2016 რიო: 

ლაშა ტალახაძე (ძალოსანი) - ოქრო 🥇
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (ჭიდაობა) - ოქრო 🥇
ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო) - ვერცხლი 🥈
ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო) - ბრინჯაო 🥉
შმაგი ბოლქვაძე (ჭიდაობა) - ბრინჯაო 🥉
ირაკლი თურმანიძე (ძალოსანი) - ბრინჯაო 🥉
გენო პეტრიაშვილი (ჭიდაობა) - ბრინჯაო 🥉

2020 ტოკიო: 

ლაშა ბექაური (ძიუდო) - ოქრო 🥇
ლაშა ტალახაძე (ძალოსანი) - ოქრო 🥇
ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო) - ვერცხლი 🥈
ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო) - ვერცხლი 🥈
გურამ თუშიშვილი (ძიუდო) - ვერცხლი 🥈
იაკობ ქაჯაია (ჭიდაობა) - ვერცხლი 🥈
გენო პეტრიაშვილი (ჭიდაობა) - ვერცხლი 🥈
ანტონ პლესნოი (ძალოსანი) - ბრინჯაო 🥉

და ბოლოს, აქვე იმასაც გეტყვით, რომ წლევანდელი ოლიმპიური თამაშები საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა: ჩვენმა ქვეყანამ 8 მედალი აიღო, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა.

აქამდე, საქართველოს საუკეთესო შედეგი 7 მედალი იყო, რომელიც 2008 პეკინში და 2016 რიო დე ჟანეიროში დავაფიქსირეთ, 6 მედლით ასპარეზობა კი 2000-ში დისნეიში და 2012-ში ლონდონში დავასრულეთ.