ავტორიზაცია

"საყვარელი გუნდი - ბარსა, ფეხბურთელი - მესი" - რეალის ახალწვეული 12 წლის ასაკში

"საყვარელი გუნდი - ბარსა, ფეხბურთელი - მესი" - რეალის ახალწვეული 12 წლის ასაკში
თარიღი 09 Jan 2019, 05:10
რამდენიმე დღის წინ, მადრიდის "რეალმა" განახორციელა პირველი გარიგება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, "სამეფო კლუბის" რიგები შეავსო ბრაჰიმ დიასმა. რა ვიცით აღნიშნული ფეხბურთელის შესახებ?

ესპანელი თამაშობდა "მანჩესტერ სიტიში", უმეტეს წილად იუნიორებში, მაგრამ ზოგჯერ მთავარ გუნდშიც (15 მატჩი, 2 გოლი). ის ითვლება პერსპექტიულ ახალგაზრდად და 2018 წლის 1 ნოემბერს ბრაჰიმმა განამტკიცა ეს სტატუსი.

"საყვარელი გუნდი - ბარსა, ფეხბურთელი - მესი" - რეალის ახალწვეული 12 წლის ასაკში

საუბარია ინგლისის ლიგის თასის მე-4 რაუნდის მატჩზე, რომელშიც "ქალაქელებმა" 2:0 სძლიეს "ფულჰემს", ორივე ბურთი თავის ანგარიშზე ჩაიწერა სწორედ დიასმა. ამით, 19-წლის ნახევარმცველის მოგზაურობა ნისლიან ალბიონზე დასრულდა.

ბრაჰიმის დუბლი ფულჰემის კარში



ცნობისთვის, ესპანელის აქტივში ფიგურირებს პრემიერ ლიგის ჩემპიონობა (ბოდიში, ჯერარდ) და ინგლისის სუპერთასის ტიტულიც. დღეს, ბრაჰიმი უკვე "რეალის" ფეხბურთელია.

დიასი აღნიშნულ ტრანსფერს შეხვდა დიდი ბედნიერებითა და ენთუზიაზმით, შეიძლება ითქვას, რომ იუნიორს ერთი სული ჰქონდა, თუ როდის აღმოჩნდებოდა ის მადრიდში: "მე მქონდა სამი ვარიანტი - "რეალი", "რეალი" და "რეალი". აქ თამაში არის ჩემი ბავშვობის ოცნება." - კარგად დაიმახსოვრეთ ფრაზის მეორე ნაწილი.

"საყვარელი გუნდი - ბარსა, ფეხბურთელი - მესი" - რეალის ახალწვეული 12 წლის ასაკში

ალბათ იკითხავთ, რა არის ამაში უცნაური? ახალგაზრდა ესპანელი მოთამაშეები ხომ ხშირ შემთხვევაში ფიქრობენ სწორედ "სამეფო კლუბსა" ან "ბარსელონაზე" და ბრაჰიმმა თავისი არჩევანი "ბლანკოსის" სასარგებლოდ გააკეთა..

დიახ, ერთი შეხედვით ნამდვილად ასეა, მაგრამ დიასი გვატყუებს, რატომ? გთავაზობთ ვიდეოს, რომელზეც 12 წლის ბრაჰიმი საყვარელ გუნდად ასახელებს არა "რეალს", არამედ "ბლაუგრანას", კუმირად კი ლიონელ მესის. როგორც ჩანს, 7 წლის განმავლობაში ესპანელს შეეცვალა პრიორიტეტები.

12 წლის ბრაჰიმი საყვარელ გუნდად ასახელებს ბარსას, კუმირად კი მესის



ეს ყველაფერი ხდებოდა 2010-2013 წლებში, მაშინ როდესაც დიასი "მალაგას" აკადემიაში ირიცხებოდა. აღნიშნული პერიოდი ითვლება საუკეთესოდ "ანჩოუსების" ისტორიაში, რადგან იმ დროს კლუბში მოვიდა ახალი ინვესტორი - ყატარელი ბიზნესმენი აბდულა ბინ ნასერ ბინ აბდულა ალ ახმედ ალ ტანი.

აზიელი მილიარდერის დახმარებით, "მალაგამ" განახორციელა რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი, მაგალითად: ნისტელროი, კასორლა, ხოაკინი, კაბალიერო, ტულალანი, დემიჩელისი, სავიოლა, სანტა კრუზი, ბაპტისტა, კამენი, მონრეალი და რა თქმა უნდა - 18 წლის ისკო ალარკონი "ვალენსიადან".

"საყვარელი გუნდი - ბარსა, ფეხბურთელი - მესი" - რეალის ახალწვეული 12 წლის ასაკში

აბდულას ინვესტიციებმა შედეგი გამოიღო, "თეთრ-ლურჯებმა" მალევე მოიშორეს ლა ლიგის აუტსაიდერის სტატუსი, რის შემდეგაც, "მალაგა" ევროთასებისთვის მებრძოლ კოლექტივად ჩამოყალიბდა.

2011-2012 წლის სეზონი "ანჩოუსებმა" დაასრულეს მე-4 ადგილზე, რაც ნიშნავდა, იმას, რომ ანდალუსიური კლუბი თავის ისტორიაში პირველად (და ჯერჯერობით უკანასკნელად) წარსდგებოდა ჩემპიონთა ლიგაზე.

"საყვარელი გუნდი - ბარსა, ფეხბურთელი - მესი" - რეალის ახალწვეული 12 წლის ასაკში

"მალაგას" ნამდვილად არ შეურცხვენია თავი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, პირიქით, "თეთრ-ლურჯებმა" გვაჩუქეს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და დრამატული დებიუტი აღნიშნული გათამაშების ისტორიაში.

ანდალუსიელები პირველი ადგილით გავიდნენ ჯგუფიდან, რომელშიც მათ გარდა განთესილი იყო "მილანი", "ზენიტი" და "ანდერლეხტი". რაც შეეხება 1/8 ფინალს, "ანჩოუსებმა" დაძაბულ ბრძოლაში გადალახეს "პორტოს" ბარიერი, შემდეგ ეტაპზე კი მოხდა ნამდვილი თრილერი.

"საყვარელი გუნდი - ბარსა, ფეხბურთელი - მესი" - რეალის ახალწვეული 12 წლის ასაკში

"მალაგა" დაუპირისპირდა მომავალ ვიცე-ჩემპიონს - იურგენ კლოპის დორტმუნდის "ბორუსიას". ესპანელები საპასუხო შეხვედრის 93-ე დამატებულ წუთამდე იმყოფებოდნენ ცალი ფეხით 1/2 ფინალში, მაგრამ ფელიპე სანტანას საბედისწერო გოლმა ანდალუსიელები ნოკაუტში ჩააგდო.

ამით, "თეთრ-ლურჯების" თავგადასავალი დასრულდა. იმდროინდელი "მალაგას" საუკეთესო ფეხბურთელი იყო ისკო, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა "ანჩოუსების" ხმაურიან კამპანიაში.

დორტმუნდი-მალაგა 3:2 (ესპანელები 93-ე წუთზე უშვებენ 1/2 ფინალის საგზურს)



ამის გარდა, ალარკონმა მოიგო რამდენიმე ინდივიდუალური ჯილდო: ევროპის წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი, ლა ლიგის წლის აღმოჩენა და ა.შ. ნათელი იყო, რომ ესპანელს აღარავინ გააჩერებდა ანდალუსიაში და სეზონის ბოლოს, ისკოს წასაყვანად დადგა ტოპ-კლუბების სკაუტთა რიგი.

ყველას აჯობა "რეალმა", რომელმაც ახალგაზრდა ფლეიმეიქერში არ დაინანა 30 მილიონი ევრო. ალარკონმა თავაწეულმა დატოვა "მალაგა", კლუბმა კი 22-ნომრიანი მაისური სამუდამოდ მას მიაკუთვნა (2014 წლამდე).

"საყვარელი გუნდი - ბარსა, ფეხბურთელი - მესი" - რეალის ახალწვეული 12 წლის ასაკში

ისკოს შემცვლელად ამზადებდნენ სწორედ ბრაჰიმს, მაგრამ მოგვიანებით, საქმეში ჩაერთო "სიტი", რომელმაც მოზარდი თავისთან წაიყვანა. ალარკონის საქმის გაგრძელება არ შედგა, მაგრამ 2019 წელს დიასს კიდევ ერთხელ მიეცა ამის ბედნიერება.

ორივე ფეხბურთელი "ბლანკოსშია". ბრაჰიმი ახალწვეულია, რომელზეც მადრიდელები დიდ იმედებს ამყარებენ მომავლისთვის. რაც შეეხება ისკოს, ის იმ მოთამაშეთა რიცხვშია, რომლებსაც სეზონის ბოლოს "რეალიდან" წასვლას უწინასწარმეტყველებენ.

"საყვარელი გუნდი - ბარსა, ფეხბურთელი - მესი" - რეალის ახალწვეული 12 წლის ასაკში

ალარკონს უკავშირებენ ტურინის "იუვენტუსს". ამ შემთხვევაში 2013 წელს "მალაგაში" დაწერილი სცენარი ეკრანიზაციას ჰპოვებს უკვე "სამეფო კლუბში". დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

"საყვარელი გუნდი - ბარსა, ფეხბურთელი - მესი" - რეალის ახალწვეული 12 წლის ასაკში