ავტორიზაცია

საზღვარგარეთ მოთამაშე ინგლისელთა თერთმეტეული

საზღვარგარეთ მოთამაშე ინგლისელთა თერთმეტეული
თარიღი 04 Sep 2024, 19:26
წლების განმავლობაში ინგლისელი ფეხბურთელები პრემიერ ლიგიდან იშვიათად მიდიოდნენ, მაგრამ ბოლო პეიროდში ეს ტრადიცია ბევრმა დაარღვია და საზღვარგარეთ გადაბარგება დაიწყო.

ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ჯუდ ბელინგემი და ჰარი კეინი არიან, საზღვარგარეთ თამაშობენ. ჩანს, რომ ეს ტენდენცია გრძელდება და, სავარაუდოდ, მომდევნო წლებში ინგლისიდან სხვებიც წავლენ.

გთავაზობთ იმ ინგლისელ ფეხბურთელთა თერთმეტეულს, რომლებიც საზღვარგარეთ ასპარეზობენ:

მეკარე: ნათან ტროტი (კოპენჰაგენი)

მცველები: ბენ გოდფრი (ატალანტა), ერიკ დაიერი (ბაიერნი), ფიკაიო ტომორი (მილანი), ენსლი მეიტლენდ-ნაილსი (ლიონი)

ნახევარმცველები: რუბენ ლოფტუს-ჩიკი (მილანი), ანჯელ გომესი (ლილი), კონორ გალაგერი (ატლეტიკო), ჯუდ ბელინგემი (რეალ მადრიდი)

თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ბაიერნი), აივან ტოუნი (ალ აჰლი)