ავტორიზაცია

სებალოსი შესაძლოა ზაფხულში სერია A-ს ტოპ კლუბში გადავიდეს

სებალოსი შესაძლოა ზაფხულში სერია A-ს ტოპ კლუბში გადავიდეს
თარიღი 24 აპრ 2024, 17:06
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, დანი სებალოსმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში, შესაძლოა კარიერა იტალიის სერია A-ში გააგრძელოს.

Diario AS-ის ინფორმაციით, ესპანელი ნახევარმცველის ტრანსფერით "მილანი" ინტერესდება. 

"როსონერის" ფეხბურთელის იჯარით დამატება სურს, შემდგომი ყიდვის ოფციით. 

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში სებალოსმა მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.