ავტორიზაცია

სელტამ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ აღიარებული ფეხბურთელი საუდის არაბეთში გაუშვა

სელტამ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ აღიარებული ფეხბურთელი საუდის არაბეთში გაუშვა
თარიღი 24 Aug 2022, 17:08

„სელტამ“ ფორვარდი სანტი მინა იჯარით საუდის არაბეთის კლუბ „ალ-შაბაბში“ გაუშვა.

AS-ის ინფორმაცით, ესპანური კლუბი ამ გარიგებისთვის ჯამში 2.5 მილიონ ევროს მიიღებს, იჯარა კი ამ სეზონის ბოლომდე იქნება გაფორმებული.

26 წლის თავდამსხმელი სექსუალური ძალადობის საქმეზე დამნაშავედ სცნეს და ამჟამად, აპელაციის შედეგებს ელოდება. თუმცა, წარუმატებლობის შემთხვევაში, ფეხბურთელს თავისუფლების 4 წლით აღკვეთას მიუსჯიან.

Football Espana-ს ინფორმაციით, საუდის არაბეთში მინას წასვლა იმიტომ მოუწია, რომ ამ ქვეყანას ესპანეთთან ექსტრადიციის შეთანხმება არ აქვს. 

დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მინას საუდის არაბეთიდან არავინ გააძევებს და მას ფეხბურთელის კარიერის გაგრძელება შეეძლება.