ავტორიზაცია

სენეგალის ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში ტრავმირებული მანეს სხვა მოთამაშით შეცვლაზე უარი თქვა

სენეგალის ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში ტრავმირებული მანეს სხვა მოთამაშით შეცვლაზე უარი თქვა
თარიღი 19 Nov 2022, 03:06
სენეგალი ტრავმირებული სადიო მანეს ნაცვლად მუნდიალის განაცხადში ახალ მოთამაშეს არ შეიყვანს.

ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ სენეგალელთა 30 წლის ლიდერი ტურნირს ტრავმის გამო გამოტოვებდა, ამიტომ აფრიკელთა სამუნდიალო  სიიდან ამოვარდა.

როგორც  ცნობილი გახდა, სენეგალის ნაკრებმა გადაწყვიტა, რომ მანე არავინ შეცვალოს - ადგილი თავისუფალი დარჩება. ამგვარად, სენეგალელებს ტურნირზე დაშვებული 26-ის ნაცვლად 25 მოთამაშე ეყოლებათ.

სადიო მანემ თავისი ქვეყნის ნაკრებში 92 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა. მიმდინარე საკლუბო სეზონში თავდამსხმელმა "ბაიერნის" შემადგენლობაში 23 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.