სენსაცია სანტიაგო ბერნაბეუზე - რეალმა შინ კადისი ვერ დაამარცხა

ლა ლიგის მე-18 ტურში მადრიდის „რეალმა“ შინ „კადისს“ ვერ მოუგო.
შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა.
ესპანეთის დედაქალაქში ჩასულმა „კადისმა“ საკუთარი კარი საიმედოდ გადაკეტა და ფავორიტ მასპინძლებს გოლის გატანის ყველანაირი შანსი მოუსპო მიუხედავად გამუდმებული შეტევებისა.
ამ შეხვედრაში ქულების დაკარგვით „რეალმა“ ყველა ტურნირის ჩათვლით 10-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა და ლა ლიგაში „სევილიას“ მისცა მიახლოვების საშუალება - თუ ანდალუსიური გუნდი თავის გადადებულ მატჩს მოიგებს, სხვაობა ორ ქულამდე შემცირდება.