ავტორიზაცია

სენსაციური მარცხი - იუვენტუსმა შინაურ კედლებში ბენევენტოსთან წააგო [VIDEO]

თარიღი 21 მარ 2021, 20:12

იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურის ეგიდით, "იუვენტუსმა" შინაურ კედლებში "ბენევენტოს" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება სტუმართა მოულოდნელი გამარჯვებით დასრულდა - 0:1.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე "ბენევენტოს" ფორვარდმა, ადოლფო გაიჩმა შეაგდო.

ამ მარცხის შემდეგ, "იუვენტუსი" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 57 ქულით მე-3 ადგილს იკავებს და ლიდერ "ინტერს" უკვე 10 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება "ბენევენტოს", ფილიპო ინძაგის შეგირდების აქტივში 29 ქულაა და მე-16 პოზიციაზე არიან.