ავტორიზაცია

სენსაცია ბერნაბეუზე - რეალმა რაიოს ვერ მოუგო და ცხრილის ლიდერობა ჟირონას გადაულოცა

სენსაცია ბერნაბეუზე - რეალმა რაიოს ვერ მოუგო და ცხრილის ლიდერობა ჟირონას გადაულოცა
თარიღი 06 ნოე 2023, 02:03
ლა ლიგის მე-12 ტურში მადრიდის „რეალმა“ სენსაციურად ვერ მოახერხა „რაიო ვალეკანოს“ დამარცხება.

შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა.

მიუხედავად „რეალის“ დიდი უპირატესობისა, მეორე მადრიდულმა გუნდმა ყველა შეტევის მოგერიება მოახერხა და მეკარე დმიტრიევსკის დახმარებით „რაიომ“ „ბერნაბეუდან“ ერთი ქულაც წაიღო.

12 ტურის შემდეგ ლა ლიგის ლიდერი „ჟირონაა“ 31 ქულით, „რეალი“ 29-ით მეორეა, მესამეზე კი „ბარსელონაა“ 27-ით.