ავტორიზაცია

სენსაცია ესპანეთის ლა ლიგაში — რეალი ოსასუნასთან დამარცხდა

სენსაცია ესპანეთის ლა ლიგაში — რეალი ოსასუნასთან დამარცხდა
თარიღი 21 Feb 2026, 23:38
ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში, გათამაშების ლიდერი, მადრიდის რეალი ოსასუნას ესტუმრა და მოულოდნელად 2-1 დამარცხდა.

შეხვედრის ანგარიში ბუდიმირმა 38-ე წუთზე გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. 73-ე წუთზე, ვინისიუსმა გაათანაბრა, ხოლო 90-ე წუთზე გარსიამ კვლავ წინ გაიყვანა ოსასუნა და საბოლოო ანგარიში, 2-1 დააფიქსირა.

ოსასუნა 2-1 რეალი

გოლები: 1-0 ბუდიმირი (38'), 1-1 ვინისიუსი (73'), 2-1 გარსია (90')

დღევანდელი მატჩის შემდეგ, ოსასუნას 33 ქულა აქვს და მე-9 ადგილს იკავებს, ხოლო რეალი 60 ქულით ლიდერობს სატურნირო ცხრილს. მომდევნო ტურში სამეფო კლუბი სანტიაგო ბერნაბეუზე ხეტაფეს უმასპინძლებს.