ავტორიზაცია

სენსაცია საფრანგეთის ლიგა 1-ში — პარი სენ ჟერმენმა ლორიანთან ორი ქულა დაკარგა

სენსაცია საფრანგეთის ლიგა 1-ში — პარი სენ ჟერმენმა ლორიანთან ორი ქულა დაკარგა
თარიღი 30 Oct 2025, 00:26
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-10 ტურში მოქმედი ჩემპიონი, პარი სენ ჟერმენი ლორიანს ესტურმა და მოულოდნელად ქულები დაკარგა.

შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ანგარიში კი სტუმრებმა მეორე ნახევრის დებიუტში გახსნეს — 49-ე წუთზე თავი მენდეშმა გამოიჩინა. ზუსტად ორ წუთში, იგორ სილვამ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა.

აღნიშნული მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო პარიზული გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და მოედანზე 62-ე წუთზე უსმან დემბელეს ნაცვლად შემოვიდა. 10 ტურის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდს 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.

ლორიანი 1-1 პსჟ

გოლები:
0-1 მენდეში (49'), 1-1 იგორ სილვა (51')