სენსაცია თურქეთში — გალათასარაიმ ლივერპული ოსიმენის გოლით დაამარცხა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ლივერპული გალათასარაის ესტუმრა და მოულოდნელად, 1-0 დამარცხდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი დებიუტშივე გავიდა — მე-16 წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად ვიქტორ ოსიმენმა შეასრულა და თურქულ კლუბს სამი ქულა მოუპოვა.
ბაიერნმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და პაფოსი გასვლაზე დიდი ანგარიშით დაამარცხა. გერმანელების მხრიდან აღნიშნულ მატჩში დუბლი კეინმა გაიფორმა, ხოლო თითო გოლი გერეიროს, ჯექსონის და ოლისეს ანგარიშზეა.
ჩემპიონთა ლიგა, II ტური, პირველი სათამაშო დღის შედეგები
კაირათი 0-5 რეალი
ატალანტა 1-0 ბრიუგე
პაფოსი 1-5 ბაიერნი
მარსელი 4-0 აიაქსი
ინტერი 3-0 სლავია
გალათასარაი 1-0 ლივერპული
ჩელსი 1-0 ბენფიკა
ბოდო/გლიმტი 2-2 ტოტენჰემი
ატლეტიკო 5-1 აინტრახტი