სენსაციური გამარჯვება: როგორი შეფასება მიიღო კვერნაძემ ნაპოლისთან?

იტალიის თასის 1/8 ფინალში გაიმართა საინტერესო დაპირისპირება "ნაპოლისა" და "ფროსინონეს" შორის.

მატჩი საკმაოდ სენსაციურად წარიმართა და სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით, 0:4 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო მოგებული გუნდის ქართველი შემტევი გიორგი კვერნაძე, რომელიც მეორე ტაიმში შეცვალეს და 6.6 შეფასება მიიღო.
რაც შეეხება კვარაცხელიას, "ნაპოლის" ლიდერი მოედანზე 64-ე წუთიდან გამოჩნდა, თუმცა გუნდს გადარჩენაში ვერ დაეხმარა.
