სერგეი რებროვი: საქართველოს მოტივაციამ მატჩზე დიდი გავლენა მოახდინა
ერთა ლიგაზე საქართველოსთან გამართული მატჩის (1-1) შემდეგ, უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა კომენტარი გააკეთა.
"მთელი მატჩის განმავლობაში საქართველოს დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა, ბოლოს მოგება შეგვეძლო. ახლა შემდეგ თამაშზე უნდა გადავერთოთ.
სწრაფი გოლი გადამწყვეტი ფაქტორი იყო და შემდეგ, თამაშის გაკონტროლება ვცადეთ. ვიცით, რომელ ქვეყანას წარმოვადგენთ და რა გვაკისრია. საქართველო ძალიან მოტივირებული იყო და ამან თამაშზე დიდი გავლენა იქონია.
მუდრიკი ჩვენი ნაკრებისთვის შეუცვლელია და დღეს ბევრი იშრომა, მაგრამ მოედნის საფარის გამო მისი სისწრაფე ბოლომდე ეფექტურად ვერ გამოვიყენეთ.
კვარაცხელია ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელია და ვფიქრობ, რომ კონოპლიამ სხვა მოთამაშეების დახმარებით დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა," - განაცხადა რებროვმა.