"სერიოზული ბრძოლა გველოდება", - ვენგერი ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის წინააღმდეგია
"არსენალის" ექს-მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვა.
"მისმინეთ, უბრალოდ და გულახდილად ვიტყვი: კლუბებს ყოველთვის მეტი ფული უნდათ. ამისათვის ბევრი მატჩი სურთ, რომლებიც გარანტირებულად გაიმართება. გულშემატკივრებს ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი უნდათ".
"თანამედროვე ფეხბურთმა უნდა მოიძიოს კომპრომისი იმასთან დაკავშირებით, თუ რა სურთ კლუბებს, ეს არის შემოსავლის გაზრდა და რა სურთ გულშემატკივრებს - სიმარტივე, სიცხადე და აზრიანი ტურნირები. შემდეგ მოდის პრესა, რომელიც იწყებს იმის კარნახს, თუ რა უნდა გაკეთდეს. ასე რომ, მომავალში სერიოზული ბრძოლა გველოდება. პირადად მე, ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი საერთოდ არ მომეწონა", - ციტირებს ვენგერის სიტყვებს beIN Sports.
ახალი ფორმატის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის გუნდები ჯგუფებში არ გადანაწილდებიან, ტურნირი შვეიცარიულ სისტემაში ჩატარდება. თითოეული კლუბი მინიმუმ 10 მატჩს გამართავს სხვადასხვა მეტოქესთან (5 შინ, 5 სტუმრად). არ არის გამორიცხული, ძირითადი რაუნდის მონაწილეთა რიცხვი 32-დან 36-მდე გაიზარდოს.