ავტორიზაცია

სერიოზული მსურველი - ბუფონი შესაძლოა სერია ბ-ში ვიხილოთ

სერიოზული მსურველი - ბუფონი შესაძლოა სერია ბ-ში ვიხილოთ
თარიღი 21 May 2021, 16:14

„იუვენტუსის“ მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი, გუნდს ოფიციალურად ამ სეზონის ბოლოს დატოვებს.

როგორც ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, 43 წლის გოლკიპერის დამატების სურვილი „მონცას“ მფლობელებს, სილვიო ბერლუსკონის და ადრიანო გალიანის აქვთ. პირველი კლუბის პრეზიდენტია, მეორე კი - აღმასრულებელი დირექტორი.

ამ სეზონში, „მოცა“ სერია ა-ში გადასვლასთან ახლოს იყო. გუნდმა სერია ბ-ში მესამე ადგილი დაიკავა, პლეი-ოფში კი „ჩიტადელასთან“ (0:3, 0:2) დამარცხდა.

ბუფონი „იუვენტუსში“ 2001 წლის ივლისში, „პარმადან“ 52.8 მილიონ ევროდ გადავიდა. 17 წლის შემდეგ ის „პსჟ-ში“ გადაბარგდა, კიდევ ერთ წელში კი „ბებერ სინიორაში“ დაბრუნდა.