ავტორიზაცია

სერხი რობერტო ბარსელონას ტოვებს ?

სერხი რობერტო ბარსელონას ტოვებს ?
თარიღი 19 ივლ 2024, 11:55
კატალონიის ბარსელონას კაპიტანი სერხი რობერტო ემზადება გუნდის დასატოვებლად. ესპანელი ფეხბურთელი მზადაა ახალი გამოწვევებისთვის. შეგახსენებთ, რომ რობერტოს გუნდთან ამოეწურო ხელშეკრულება და მოთამაშე ელოდება ახალ შეთავაზებებს. 

რობერტოს დიდი სურვილი აქვს, კარიერის პრემიერ ლიგაში გაგრძელების, რამოდენიმე ინგლისური გუნდიც იჩენს ინტერეს რობერტოს დამატების. ბარსელონამ თავის კაპიტანს მისცა პირობა, რომ თუ გუნდი ჩაჯდება სახელფასო ჭერში ესპანელი აუცილებლად დარჩებოდა, მაგრამ თავად რობერტო დაიღალა ლოდინით და მზადაა წასასვლელად. 

ესპანური გუნდებიც საკმაოდ აქტიურობენ. ჟირონა, ვალენსია და სევილია ეს ის სამი კლუბია, რომელსაც სურს რობერტოს დამატება, განსაკუთრებით აქტიური სევილიაა ''თეთრების'' თავკაცს ძალიან დიდი სურვილი აქვს რობერტოსთან მუშაობის. რობერტომ ბარსელონას შემადგენლობაში 375 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 19 გოლი და გააკეთა 43 შედეგიანი გადაცემა.