ავტორიზაცია

სერხი რობერტო კომოსთან ერთ ნაბიჯშია

სერხი რობერტო კომოსთან ერთ ნაბიჯშია
თარიღი 22 აგვ 2024, 12:45
კატალონიის ბარსელონას, ყოფილი კატიპანი სერხი რობერტო, რომელმაც კლუბი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ახლოს არის იტალიის სერია აში გადაბარგებასთან, ესპანელი მცველით იტალიური კომო ინტერესდება. ცესკ ფაბრეგასის გუნდი ახალი სეზონისთვის სერიოზულად ძლიერდება და ჩემპიონატში დარჩენის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

რობერტოს ხიბლავს იტალიის ვარიანტი, თან გუნდს მისთვის კარგად ნაცნობი ცესკ ფაბრეგასი წვრთნის. კომომ ამ ზაფხულს სერიოზული გაძლიერება მიიღო, გუნდმა; ანდრეა ბელოტი, პეპე რეინა, ალბერტო მორენო და რაფელ ვარანი დაიმატა, შემდეგი სიაში სერხი რობერტოა. ესპანელს უახლოს დღეებში იტალიაში ელოდებიან. მოთამაშემ 2 წლიანი კონტრაქტი შეათანხმა კლუბთან. 

ესპანელი მცველი ბარსელონას აღზრდილია და კლუბიში 18 სეზონი გაატარა, ამ დროის მანძილზე ''ბლაუგრანას'' კაპიტანიც გახდა და 375 თამაში მიიღო მონაწილეობა, ესპანეთის ნაკრებში რობერტოს 11 თამაში აქვს ნათამაშები და 1 გოლის აქვს გატანილი.