სერხიო რამოსი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "სევილია" სტუმრად "ლანსს" დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა.
ანდალუსიელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი სერხიო რამოსი გახდა, რომელმაც პენალტი გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგაზე რამოსს 17 გოლი აქვს გატანილი, რაც მცველებს შორის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
აქამდე, ლიგაზე ყველზე მეტი, 16-16 გოლი ჟერარდ პიკესა და რობერტო კარლოსს ჰქონდათ გატანილი.