ავტორიზაცია

სერხიო რამოსი, შესაძლოა, ისეთ გუნდში გადავიდეს, რომელიც ჯერ არ არსებობს

სერხიო რამოსი, შესაძლოა, ისეთ გუნდში გადავიდეს, რომელიც ჯერ არ არსებობს
თარიღი 19 ივნ 2024, 16:38
ვეტერანი ფეხბურთელი, სერხიო რამოსი სევილიას დაემშვიდობა და ახლა თავისუფალი აგენტია.

The Athletic-ის ინფორმაციით, 38 წლის მცველი, შესაძლოა, ისეთ გუნდში გადავიდეს, რომელიც ჯერ არ არსებობს. რამოსი ამერიკილ კლუბთან, სან დიეგოსთან მოლაპარაკებებს წარმატებით აწარმოებს. საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ეს კლუბი ჯერ ჩამოყალიბებული არაა და MLS-ში 2025 წლამდე ვერ ითამაშებს. მათი ისტორია ინტერ მაიამისას ჰგავს, რომელსაც ასევე ახლადშექმნილია, მაგრამ უკვე ლიონელ მესი, ლუის სუარესი, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა ჰყავს.

სერხიოსთვის კიდევ ერთი ვარიანტი საუდის არაბეთია. გავრცელებული ცნობებით, კრიშტიანუ რონალდუ და ფერნანდო იერო რამოსის ალ ნასრში გადასვლაში დარწმუნებას ცდილობენ. ამასთან, ისიც აღსანიშნავია, რომ ესპანელი გასულ ზაფხულში ალ იტიჰადში გადაბარგებასთან ახლოს იყო.