ავტორიზაცია

სერხიო რამოსის კონტრაქტის დეტალები მონტერეიში

სერხიო რამოსის კონტრაქტის დეტალები მონტერეიში
თარიღი 25 Feb 2025, 19:23
რამდენიმე კვირის წინ, ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი, სერხიო რამოსი მონტერეიში გადავიდა.

რამოსმა 2023/24 წლების სეზონის დასრულების შემდეგ სევილია დატოვა და ცოტა დაისვენა, მიმდინარე თვეში კი მექსიკურ გუნდს შეუერთდა.

ახლა კი BeIN Sports და Footy Culture მონტერეიში სერხიოს კონტრაქტის დეტალებს გვთავაზობენ:

• რამოსი ხელფასის სახით ფიქსირებულ €4 მილიონს მიიღებს, პლუს ხელშეკრულებაში შეტანილია პერფორმანსზე დამოკიდებული ბონუსებიც;

• მას შეუძლია, თავად გადაწყვიტოს, რომელ მატჩებში ითამაშებს და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ჩატარებულ ყოველ შეხვედრაზე დამატებით ბონუსს მიიღებს;

• ესპანელი გუნდის კაპიტანი იქნება;

• სერხიოს სახელითა და ნომრით გაყიდული თითოეული მაისურიდან 2% ფეხბურთელისაა;

• რამოსს თანამემამულე სერხიო კანალესის გვერდით ცხოვრება სურს და მძღოლი 24/7-ზე ემსახურება.