ავტორიზაცია

სერხიო რამოსის სახლი გაძარცვეს

სერხიო რამოსის სახლი გაძარცვეს
თარიღი 27 სექ 2023, 14:58
ესპანური პრესიდან ცნობილი ხდება, რომ ესპანელი ფეხბურთელის სერხიო რამოსის სახლი გაძარცვეს. 

შემთხვევა 20 სექტემბერს მოხდა, როდესაც "სევილია" ჩემპიონთა ლიგაზე "ლანსის" წინააღმდეგ  (1:1) თამაშობდა. 

ამასთან ცნობილი გახდა, რომ ძარვის დროს სახლში რამოსის ოთხი შვილი და მათი მომვლელები იმყოფებოდნენ. ისინი ამ შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან.

ABC-ის ცნობით, მძარცველებმა წაიღეს ძვირადღირებული საათები, სამკაულები, ტანსაცმელი და ფული. პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.