ავტორიზაცია

სერჟიუ კონსეისაუს მოთხოვნა დაკმაყოფილდა — მილანი ახალ ფორვარდს იმატებს

სერჟიუ კონსეისაუს მოთხოვნა დაკმაყოფილდა — მილანი ახალ ფორვარდს იმატებს
თარიღი 01 Feb 2025, 13:22
რამდენიმე  კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მილანმა ფეინოორდის ფორვარდი, სანტიაგო ხიმენესი გაიფორმა. იტალიურმა და ნიდერლანდულმა გუნდებმა ყველა დეტალი მოაგვარეს და მექსიკელი ფორვარდი მილანს უახლოეს საათებში შეუერთდება. 

იმასაც შეგახსენებთ, რომ მილანი უკვე დატოვა ესპანელმა ალვარო მორატამ, რომელიც კარიერას სტამბულის გალათასარაიში გააგრძელებს. ამ ტრანსფერში დიდი როლი თვითონ ფეხბურთელმა ითამაშა. ხიმენესის ოცნება სწორედ მილანში თამაში იყო და თავის საწადელს მექსიკელმა მაინც მიაღწია. მილანი ხიმენესის სანაცვლოდ 35 მილიონს გადაიხდის. თავად ფეხბურთელი "როსონერისთან" 4.5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. 

სანტიაგო ხიმენესი ფეინოორდის ღირსებას 2022 წლიდან მოყოლებული იცავდა. მექსიკელმა ამ დროში 105 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 65 გოლი და 14 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ახლა კი "El Bebote" გოლებს მილანისთვის გაიტანს.