სესკ ფაბრეგასი კიდევ 3 ტრანსფერის დახურვას გეგმავს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კომოს მთავარი მწვრთნელი, სესკ ფაბრეგასი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ 3 ტრანსფერის დახურვას გეგმავს.
იტალიური კლუბი სერჟი რობერტოს დამატებას გეგმავს, რომელმაც ბარსელონა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ამასთან, კომო ორ არგენტინელს შეიძენს - ნიკო პასსა (რეალიდან) და მაქსიმო პერონეს (მანჩესტერ სიტიდან).
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "ლურჯებმა" უკვე ისეთი ფეხბურთელები დაიმატეს, როგორებიც რაფაელ ვარანი, ანდრეა ბელოტი, პეპე რეინა და ალბერტო მორენო არიან.