ავტორიზაცია

სევილიაში ცვლილებები პიმიენტას მოსვლით იწყება

სევილიაში ცვლილებები პიმიენტას მოსვლით იწყება
თარიღი 30 May 2024, 16:00
ჩვენ უკვე მოგახსენეთ, რომ სევილიაში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. ანდალუსიურმა გუნდმა მთავარი მწვრთნელი, კიკე სანჩეს ფლორესი დაითხოვა, მის შემცვლელად კი ლას პალმასის ყოფილი სპეციალისტი გარსია პიმიენტა განიხილება. 49 წლის ესპანელი მწვრთნელი, 20 წლის მანძილზე, ბარსელონას ყველა ასაკობრივ გუნდში მუშაობდა. 2018 წელს პიმიენტამ ბარსელონას 19-წლამდე გუნდს, ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა.

ბოლო ორი სეზონის მანძილზე, პიმიენტამ ლას პალმასი ჯერ ლა ლიგაში გადმოიყვანა, ხოლო ამ სეზონში გუნდი დატოვა უმაღლეს დივიზიონში. პიმიენტა მიჰყვება ბარსელონას ფილოსოფიას, მას უყვარს როდესაც მისი გუნდი აკონტროლებს ბურთს, თამაშობს პირველ ნომრად და დომინირებს თავის მეტოქეზე. სევილიას კარგა ხანია არ ჰყოლია მსგავსი შემტევი სტილის სპეციალისტი და ახალი სეზონიდან, ჩვენ განახლებულ გუნდს ვიხილავთ. მოსალოდნელია ახალი ტრასფერებიც, რადგან პიმიენტას ესაჭიროება მოთამაშეები, რომლებიც მის სათამაშო სტილს შეესაბამებიან. 

დიდი ალბათობით კონტაქტი 1+1 სისტემით გაფორმდება - სევილიას მთავარი მიზანი შემდეგ წელს, ევროტურნირებზე დაბრუნდება და უკანასკნელი წარუმატებელი სეზონების გამოსწორება იქნება. 2023/24 სეზონი სევილიამ მე-12 პოზიციაზე დაასრულა.