ავტორიზაცია

სეზონის ბოლოს კაზემირო მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს — ვინ შეცვლის ბრაზილიელს?

სეზონის ბოლოს კაზემირო მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს — ვინ შეცვლის ბრაზილიელს?
თარიღი 09 Feb 2026, 12:11
ბრიტანული მედიის ცნობით, 2025/26 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, კაზემირო მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს და თავისუფალი აგენტი გახდება.

მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა 33 წლის ბრაზილიელის შემცვლელს უკვე ეძებს და მთავარ კანდიდატად ნიუკასლის ნახევარმცველს, სანდრო ტონალის განიხილავს.

სანდრო ტონალის ნიუკასლთან მოქმედი კონტრაქტი 2028 წელს ეწურება და მანჩესტერ იუნაიტედის გარდა მის ტრანსფერზე არსენალიც მუშაობს.