ავტორიზაცია

სეზონის ბოლოს მარკო სილვა ფულემს დატოვებს

სეზონის ბოლოს მარკო სილვა ფულემს დატოვებს
თარიღი 16 Apr 2025, 15:21
ტოტენჰემისთვის მიმდინარე სეზონი, ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და წარუმატებელია. ენჯ პოსტეგოღლუს გუნდი ცხრილში მეთხუთმეტე ადგილს იკავებს და დიდი ხანია ევროტურნირებისათვის ბრძოლას გამოეთიშა. “მამლებმა“ 31 შეხვედრაში 10 მარცხი იწვნიეს და ამდენივე ფრე გააგორეს. არადა ზაფხულში გუნდა კარგი ტრანსფერებიც გააკეთა და საკლუბო რეკორდიც დაამხო, დომინიკ სოლანკე ბორნმუთიდან €70 მილიონად შეიძინეს. მიუხედავად ამისა პოსტეკოღლუს გუნდმა სეზონი ჩააგდო და მომდევნო სეზონში ავსტრალიელი ტოტენჰემს აღარ გაწვრთნის.

ლონდონელები უკვე რამდენიმე თვე ეძებენ ახალ მთავარ მწვრთნელს. მათი სურვილი იყო, რომ გუნდში ანდონი ირაოლა მოეყვანათ, მაგრამ ბასკმა სპეციალისტმა ბორნმუთის დატოვე არ ისურვა და დიდი ალბათობით ესპანელი კვლავ “ალუბლებს“ გაწვრთნის. ამის გამო ტოტენჰემი მარკო სივლავს ვარიანტზე უფრო აქტიურად გადაერთო. ფულემის ამჟამინდელი სპეციალისტი თავის გუნდთან ერთად მეცხრე პოზიციაზე იმყოფება და ძალიან წარმატებული სეზონი აქვს.

სილვაც მზადაა კრეივენ კოტეჯის დასატოვებლად, რადგან პორტუგალიელს ახალი გამოწვევები სურს და მისი აზრით, მან ფულემში თავი ამოწურა. დენიელ ლევი სეზონის დასრულების თანავე შეხვდება სილვას და ეცდება მის დარწმუნებას ტოტენჰემის ახალ პროექტში.